Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა
  • ჩვენი როლი და მანდატი
  • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
  • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
  • პარტნიორი ორგანიზაციები
  • არქივი

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)

  • დაბეჭდვა
  • ელ-ფოსტა

 

საჯარო ფინანსების მართვის საკითხებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ბოლო ათწლეულის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს სამხრეთ კავკასიის რეგიონთან და განსაკუთრებით საქართველოსთან. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება და ამ მხრივ პარლამენტთან, კერძოდ კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისთან თანამშრომლობა არის მიჩნეული.

„საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში პარლამენტსა და GIZ-ს შორის თანამშრომლობა ეტაპობრივად გაფართოვდა და მოიცვა შემდეგი სფეროები:

  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის რეფორმა და მისი დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბება - GIZ-ს აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად და მნიშვნელოვნად დაუახლოვდა  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)მიერ დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციებისათვის დეკლარირებულ ძირითად პრინციპებს;
  • საბიუჯეტო ოფისის, როგორც დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციის როლის დამკვიდრება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე არსებულ ფისკალურ არქიტექტურაში - GIZ აქტიურად უჭერს მხარს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დამკვიდრებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე არსებულ ფისკალურ არქიტექტურაში.

„საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" პროგრამის ფარგლებში ფისკალური მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ქვეყნების ფისკალურ ინსტიტუციებს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარებისათვის საბიუჯეტო ოფისმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პარლამენტის საბიუჯეტო ოფისებისა და დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციების ჯგუფის მე-7 შეხვედრაში, გაიმართა შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესსა და კონგრესის საბიუჯეტო ოფისში.

ადგილობრივ დონეზე, საჯარო ფინანსების მართვაზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის მხარდაჭერით,GIZ მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს აღნიშნული ტიპის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, კომუნიკაციის ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბებას. ინსტიტუციების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციისა და მოსაზრებების ურთიერთგაზიარებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს საბიუჯეტო პროცესის მონაწილე ინსტიტუციების დამოუკიდებლობას, ეროვნული ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერებას, ძლიერი საპარლამენტო კონტროლის შესაძლებლობების ჩამოყალიბებას.

  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო უკეთეს პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად - საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის საერთაშორისო პრაქტიკით მიღებული სტანდარტების შესაბამისად წარმართვისათვის giz-ის მიერ ხორციელდება ისეთი ეფექტური ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიც არის: საგნობრივი კონსულტაციები საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებები, პრაქტიკული საქმიანობის თანხლება და ახალი მიდგომებისა თუ მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა, ინტეგრირებული ექსპერტების გამოყენება.

 

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact