წამყვანი სპეციალისტი - მარიამ ფიფია

ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
+995 (32) 2 28 13 39
მარიამ ფიფიამ წარჩინებით დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტი. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი სემესტრი ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლობდა, ბიზნესისა და მმართველობის სკოლაში. გლაზგოს უნივერსიტეტის სტიპენდიატმა სწავლა ადამ სმიტის სახელობის ბიზნეს სკოლაში განაგრძო და წარჩინებით დაასრულა საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის პროგრამა, მოიპოვა მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
მარიამ ფიფიას პროფესიული საქმიანობა 2015 წლიდან იწყება. გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 2018 წლიდან არის კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის მიწვეული ლექტორი. საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის გუნდს 2020 წელს შემოუერთდა.
გავლილი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის, სლოვენიის ფინანსების მოწინავე გამოცდილების ცენტრის, USAID-ის სასწავლო კურსები და ტრენინგები რეგულირებისა და გენდერული გავლენის შეფასების, ინკლუზიური ზრდის, საჯარო ფინანსების მართვის, ფინანსური და ხარჯების ანალიზის თემებზე. არის რამდენიმე თემატური პუბლიკაციის ავტორი.
მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.






