მთავარი სპეციალისტი - ანა სალუქვაძე

მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
+995 (32) 2 28 13 71
ანა სალუქვაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. მოიპოვა ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ეკონომისტის კვალიფიკაციით, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი.
საჯარო სექტორში მუშაობს 2021 წლიდან. მას აქვს სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის გამოცდილება. კერძოდ, ის აქტიურად იყო ჩართული სტატისტიკურ კვლევებში, მთავარი სტატისტიკური მონაცემების გაანგარიშებაში, მაკროეკონომიკური გარემოს ანალიზსა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებში. 2024 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის გუნდის წევრი და იკავებს მთავარი სპეციალისტის პოზიციას მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის სამმართველოში.
ანა სალუქვაძეს გავლილი აქვს მაკროეკონომიკასთან, მონაცემთა ანალიზთან, ეკონომიკურ პოლიტიკასთან და მაკროეკონომიკურ პროგნოზირებასთან დაკავშირებული ტრენინგები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), აზიის განვითარების ბანკის (ADB) და კავკასიის, ცენტრალური აზიის და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (IMF CCAMTAC) ორგანიზებით განხორციელებული ტრენინგები.
მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ ენას.






