მთავარი სპეციალისტი - ირმა ნარიმანიშვილი

ბიუჯეტის ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
+995 (32) 2 28 17 62
ირმა ნარიმანიშვილმა წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია სახელმწიფო ბიუჯეტის განხრით. შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში და ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ფინანსებისა და კრედიტის კათედრაზე.
საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მუშაობს 1996 წლიდან. აქვს მუშაობის გამოცდილება, მ.შ. წამყვან პოზიციებზე, როგორც აღმასრულებელ, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლებაში. მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური პროგნოზირების დეპარტამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მიმართულებით, 1999 წლიდან კი მუშაობს საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში.
ირმა ნარიმანიშვილს სხვადასხვა წლებში გავლილი აქვს საჯარო ფინანსებთან, ფინანსურ მართვასთან, ბიუჯეტირებასთან, საგადასახადო პოლიტიკასთან დაკავშირებული ტრენინგები და სასწავლო კურსები, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, მ.შ. აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისში. დამთავრებული აქვს სერთიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) სასერტიფიკატო პროგრამის პირველი დონე. არის NDI-ის მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის კურსდამთავრებული.
მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ, რუსულ ენებს.






