Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა
  • ჩვენი როლი და მანდატი
  • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
  • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
  • პარტნიორი ორგანიზაციები
  • არქივი

მწვანე ბიუჯეტირების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ

  • ხუთშაბათი, 29 ივნისი 2023 06:46
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email
მწვანე ბიუჯეტირების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ

მიმდინარე წლის 26-27 ივნისს ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტისა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკისა და ფინანსების ეროვნული აკადემიის ორწლიანი დაძმობილების პროექტის „საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობის გაძლიერება“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს კლიმატის გუნდის ხელმძღვანელი, ხოსე დელგადო და ამავე სამინისტროს ბიუჯეტის სტრატეგიის, ხარჯების მიმოხილვებისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების თანამშრომელი მაგდალენა მანდლ ეწვივნენ.

ავსტრიელმა ექსპერტებმა ტრენინგი ჩაატარეს მწვანე ბიუჯეტირების თემატიკაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და პარლამენტის კომიტეტების აპარატების თანამშრომლები.

ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში მწვანე ბიუჯეტირება განხილულ იქნა როგორც ერთგვარი ხიდი კლიმატის პოლიტიკასა და ბიუჯეტს შორის, ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს ავსტრიის, როგორც მწვანე ბიუჯეტირების მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის გამოცდილება და დეტალურად განიხილეს როგორც საერთაშორისო ჩარჩო-ვალდებულებები, ასევე ავსტრიაში მწვანე ბიუჯეტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტები (ავსტრიის მწვანე ბიუჯეტირების მეთოდოლოგია, მწვანე დანახარჯების მიმოხილვები, წლიური ბიუჯეტის თანდართული კლიმატის ანგარიში), ისაუბრეს მწვანე ობლიგაციებსა და მათ მნიშვნელობაზე.

ავსტრიელმა ექსპერტებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ტრენინგის მონაწილეებს იმის შესახებ, თუ როგორია მწვანე ბიუჯეტირების მიმართულებით ავსტრიის ინსტიტუციური მოწყობა, როგორ ხდება როგორც დარგობრივ სამინისტროებთან, ასევე პარლამენტთან და აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა, რა სახის გამოწვევებია და როგორია მათი სამომავლო გეგმები. ექსპერტებმა განსაკუთრებულად ხაზი გაუსვეს მათ მჭიდრო თანამშრომლობას ავსტრიის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისთან, როგორც დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუციასთან, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია მწვანე ბიუჯეტირების პროცესში.

ექსპერტებმა გასცეს რეკომენდაციები საქართველოსა და ასევე კონკრეტულად, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის გაძლიერების მიმართულებით მწვანე ბიუჯეტირების საკითხებში.

გალერეა

  • Click to enlarge image p1h42un8oi1rke12co1m781vgqgn44.jpg
  • Click to enlarge image p1h42ungis19shj9g18fq1bgt1dv16.jpg
  •  
View the embedded image gallery online at:
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/972-2023-06-29-06-51-41#sigProGalleria0f9581e78a

Tweet
back to top

 

სიახლეების არქივი

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact