Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა
  • ჩვენი როლი და მანდატი
  • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
  • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
  • პარტნიორი ორგანიზაციები
  • არქივი

საქართველოს პარლამენტს ავსტრიის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი, ჰელმუტ ბერგერი ეწვია

  • ოთხშაბათი, 28 ივნისი 2023 06:44
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email
საქართველოს პარლამენტს ავსტრიის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი, ჰელმუტ ბერგერი ეწვია

მიმდინარე წლის 19-21 ივნისს ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტისა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკისა და ფინანსების ეროვნული აკადემიის ორწლიანი დაძმობილების პროექტის „საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობის გაძლიერება“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტს ავსტრიის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი, ჰელმუტ ბერგერი ეწვია.  

ავსტრიელმა ექსპერტმა ჩაატარა ტრენინგი გენდერული ბიუჯეტირების თემატიკაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლები, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები. 

სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში ექსპერტმა ქართველ კოლეგებს გაუზიარა ავსტრიისა და ასევე კონკრეტულად ავსტრიის საბიუჯეტო ოფისის გამოცდილება გენდერული ბიუჯეტირების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ავსტრია, სადაც გენდერული ბიუჯეტირების ვალდებულება ქვეყნის კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ამ მიმართულებით.

გალერეა

  • Click to enlarge image p1h40g2uae1r5j1vhl1hot1a911ctb4.jpg
  • Click to enlarge image p1h40g2uaf1fa3qruhku1lt10g87.jpg
  • Click to enlarge image p1h40g2uafp0s1ekfci91aga1a4g6.jpg
  • Click to enlarge image p1h40g2uafqa71sdjapn1ee6106j5.jpg
  • Click to enlarge image p1h40g2uaga271p4pbgmvuh1pqj9.jpg
  • Click to enlarge image p1h40g2uagq8v1oc38t71pj11a718.jpg
  • Click to enlarge image p1h40g2uagujooc2evj17kjscaa.jpg
  •  
View the embedded image gallery online at:
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/969-2023-06-28-07-57-59#sigProGalleriadf3d352265

 

Tweet
back to top

 

სიახლეების არქივი

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact