„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტთან (III წარდგენა) დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა მიმოხილვის დოკუმენტი მოამზადა.
დოკუმენტი მოიცავს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის მიმოხილვას (III წარდგენა), მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, ფისკალური წესების შეფასების ანგარიშს და შესაბამის ინტერაქტიულ ინფოგრაფიკებს.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი მოიცავს 2023 წლის 29 ნოემბერს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტს (III წარდგენა).
დოკუმენტში ასევე მიმოხილულია 2023 წლის ბიუჯეტი/გეგმა, რომელიც საქართველოს პარალმენტის მიერ მიღებული „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის ცვლილებით განსაზღვრულ ბიუჯეტს/გეგმას მოიცავს.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის მიმოხილვა (III წარდგენა)

