• აგრეგატულ დონეზე, 2015 წლის 9 თვის მდგომარეობით, კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობა მისაღებად შეიძლება შეფასდეს, კერძოდ, ჯამური მაჩვენებელი კვარტალური გეგმის 100.2%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 73.3%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11.6%-ით აღემატება. ანალოგიურად კვარტალურ გეგმას უახლოვდება (მცირედი უარყოფითი გადახრით ხასიათდება) გადასახდელების შესრულების მდგომარეობა, კერძოდ, გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი კვარტალური გეგმის 95.9%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 72.2%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდის ტემპი 11.8%-ს უტოლდება (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე).
• აგრეგატულ დონეზე, 2015 წლის 8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 9 თვის გეგმის 87.1%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 63.7%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 15.5%-ით აღემატება. ხოლო გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი 9 თვის გეგმის 83.5%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 62.8%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდის ტემპი 12.4%-ს უტოლდება (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე).
• აგრეგატულ დონეზე, 2015 წლის 7 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 9 თვის გეგმის 78.6%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 57.5%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 20.3%-ით აღემატება. ხოლო გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი 9 თვის გეგმის 78.4%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 55.4%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდის ტემპი 12.6%-ს უტოლდება (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე).
• აგრეგატულ დონეზე, 2015 წლის 6 თვის მდგომარეობით, კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობა მისაღებად შეიძლება შეფასდეს, კერძოდ, ჯამური მაჩვენებელი კვარტალური გეგმის 105.7%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 48.4%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 20.9%-ით აღემატება. ანალოგიურად კვარტალურ გეგმას უახლოვდება (მცირედი უარყოფითი გადახრით ხასიათდება) გადასახდელების შესრულების მდგომარეობა, კერძოდ, გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი კვარტალური გეგმის 96.3%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 46%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდის ტემპი 11.4%-ს უტოლდება (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე).
• აგრეგატულ დონეზე, 2015 წლის 5 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 6 თვის გეგმის 83.4%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 38.3%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 14.9%-ით აღემატება. ხოლო გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი 6 თვის გეგმის 78.4%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 37.5%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდის ტემპი 14.1%-ს უტოლდება (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე).
• აგრეგატულ დონეზე, 2015 წლის 4 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 6 თვის გეგმის 66.1%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 30.3%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 14.7%-ით აღემატება. ხოლო გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი 6 თვის გეგმის 62.9%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 30.0%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდის ტემპი 14.8%-ს უტოლდება (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე).
• აგრეგატულ დონეზე, 2015 წლის 2 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი კვარტალური გეგმის 61.0%-ს და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 13.6%-ს, ხოლო გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი კვარტალური გეგმის 60.0%-ს და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 13.6%-ს შეადგენს.
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების კომპონენტებთან დაკავშირებით, კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი ტენდენციით ხასიათდება არაფინანსური აქტივების კლების მუხლით (პრივატიზება) და ფინანსური აქტივების კლების მუხლით (სესხების დაფარვიდან მიღებული სახსრები) შემოსულობები და ნომინალურ გამოსახელებაში 25.9 მლნ ლარს და 7.8 მლნ ლარს შეადგენს (კვარტალური გეგმის 247%-ს და 93%-ს, შესაბამისად). ამასთან, საანგარიშო პერიოდში შემოსულობების შესრულების მაჩვენებელი აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ჯამურად, ზრდის ტემპი 12.7%-ს უტოლდება.
• აგრეგატულ დონეზე, 2015 წლის 1 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი კვარტალური გეგმის 33.0%-ს და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 7.3%-ს, ხოლო გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი კვარტალური გეგმის 30.4%-ს და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 6.9%-ს შეადგენს.
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების კომპონენტებთან დაკავშირებით, კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი ტენდენციით ხასიათდება არაფინანსური აქტივების კლების მუხლით (პრივატიზება) და ფინანსური აქტივების კლების მუხლით (სესხების დაფარვიდან მიღებული სახსრები) შემოსულობები (კვარტალური გეგმის შესაბამისად, 145% და 90%). შედარებით დაბალი შესრულების ტენდენცია ვლინდება ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისათვის, რაც ძირითადად საგარეო ვალდებულებების დინამიკას უკავშირდება (კვარტალური გეგმის 9.5%). ამასთან, საანგარიშო პერიოდში შემოსულობების შესრულების მაჩვენებელი აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ჯამურად, ზრდის ტემპი 19.3%-ს უტოლდება.