განმარტება მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელის შესახებ მიზნად ისახავს პროგნოზირების მეთოლოგიური ჩარჩო იყოს გამჭირვალე.

მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკის სექტორების ძირითადი პარამეტრების პროგნოზირებას იყოფა სამი ძირითადი ჯგუფის განტოლებებად: სააღრიცხვო იგივეობები, ეკონომეტრიკული განტოლებები და ტექნიკური განტოლებები.

ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი გამოიყენება მთავრობის მიერ განხორციელებული ფისკალური ღონისძიებების ძირითადი მიმართულებებისა და ეკონომიკურ გარემოზე გავლენის შესაფასებლად. შესაბამისად, სახელმწიფო ფინანსების არსებული სტატისტიკის საფუძველზე აღნიშნული მაჩვენებლის გაანგარიშებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი გამოიყენება მთავრობის მიერ განხორციელებული ფისკალური ღონისძიებების ძირითადი მიმართულებებისა და ეკონომიკურ გარემოზე გავლენის შესაფასებლად. შესაბამისად, სახელმწიფო ფინანსების არსებული სტატისტიკის საფუძველზე აღნიშნული მაჩვენებლის გაანგარიშებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ფისკალური, ანუ სახელმწიფო ფინანსების მდგრადობა არის სახელმწიფოს უნარი შეინარჩუნოს მისი მიმდინარეხარჯები, საგადასახადო და სხვაეკონომიკური პოლიტიკაგრძელვადიანპერიოდში, სახელმწიფოს გადახდისუნარიანობისათვის საფრთხის წარმოქმნის, ან მისი ცალკეული სახის ვალდებულებებზე და ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების (მ.შ. საპენსიო, ჯანდაცვისა და სხვა) გაწევაზე უარის თქმის გარეშე. მდგრადობის საყოველთად მიღებული განსაზღვრება არ არსებობს. თუმცა მაგალითად, ბლანშარდის მიხედვით (1990) მდგრადობა მიიღწევა მაშინ, როცა მიმდინარეპოლიტიკაზე დაყრდნობით, მთავრობა თავს არიდებს დიდი მოცულობის ვალისდაგროვებას, უფრო კონკრეტულად, მდგრადი ფისკალურ პოლიტიკა გულისხმობსვალი/მშპ თანაფარდობის დაბრუნებას მის პირველად დონეზე.

მაკროეკონომიკური პროგნოზების ფაქტობრივი მაჩვენებლიდან გარკვეული დონით გადახრა პროგნოზირების მეთოდების კომპლექსურობისა და აღნიშნულ ცვლადებთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ფაქტორების გავლენით მისაღებად შეიძლება ჩაითვალოს. მაკროეკონომიკური პროგნოზების ხარისხის შეფასება გასხვავებულ ასპექტებს გულისხმობს, თუმცა ქვემოთმოცემული განმარტება ფოკუსირებულია ხარისხის ორ ასპექტზე: თუ რამდენად მისაღებია საპროგნოზო მაჩვენებლების ფაქტობრივიდან გადახრის დონე და მიმართულება.