• რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2015 წლის III კვარტალში, წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2.5%-ით გაიზარდა 2014 წლის III კვარტალთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში წლიურმა ინფლაციამ 5.2% შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მაჩვენებელს (5%) მცირედით აღემატება.
• ფისკალური სექტორთან მიმართებაში, 2015 წლის III კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 12.7%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მშპ-ის 28.8% შეადგინა, ხოლო ხარჯები და არაფინანსური აქტივების შეძენა 15.8%-ით გაიზარდა (მშპ-ის 30.7%). 2015 წლის III კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 33.4%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო ვალი გაიზარდა 14.9%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 39.9%-ით, რაც ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება.
• რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2015 წლის II კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2.1%-ით გაიზარდა 2014 წლის II კვარტალთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში წლიურმა ინფლაციამ 4.5% შეადგინა, რაც დაუახლოვდა ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მაჩვენებელს (5%-ს).
• ფისკალური სექტორთან მიმართებაში, 2015 წლის II კვარტალში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 12.4%-ით გაიზარდა 2014 წლის II კვარტალთან შედარებით და მშპ-ის 27.8% შეადგინა, ხოლო ხარჯები და არაფინანსური აქტივების შეძენა 8.5%-ით გაიზარდა და 2,285 მლნ ლარი შეადგინა (მშპ-ის 29.7%). რაც შეეხება ბალანსის მაჩვენებლებს, 2015 წლის II კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 151.1 მლნ ლარი, ხოლო ბიუჯეტის მთლიანმა სალდომ -60.0 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, 2015 წლის II კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 27.9%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო გაიზარდა 21.1%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 30.2%-ით, რაც ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება.
• რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2015 წლის I კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 3.2%-ით გაიზარდა 2014 წლის I კვარტალთან შედარებით. ხოლო, 2015 წლის I კვარტალში წლიურმა ინფლაციამ 2.6% შეადგინა, რაც ნაკლებია ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული მიზნობრივ მაჩვენებელზე (5%-ზე).
• ფისკალური სექტორთან მიმართებაში, 2015 წლის I კვარტალში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 13.6%-ით გაიზარდა 2014 წლის I კვარტალთან შედარებით და მშპ-ის 30% შეადგინა, ხოლო ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა 11.9%-ით გაიზარდა და 1,987 მლნ ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური გეგმა შესრულდა 96.8%-ით. რაც შეეხება ბალანსის მაჩვენებლებს, 2015 წლის I კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 287.8 მლნ ლარი, ხოლო ბიუჯეტის მთლიანმა სალდომ 168.0 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, 2015 წლის I კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი გაიზარდა 22.8%-ით გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, როგორც სახელმწიფო საშინაო, ისე საგარეო ვალი თითქმის 23%-ით გაიზარდა. სახელმწიფო საგარეო ვალის ზრდა ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება.