2019 წლის 16 აპრილს პარლამენტის სასწავლო ცენტრის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) ორგანიზებით პარლამენტისა და აშშ-ის კონგრესის თანამშრომლებს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ლორა თორნტონი - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის უფროსი, ჯონ დიპირო - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - საქართველოს (IRI Georgia) პროგრამის დირექტორი, თათა ხეთაგური - საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი, შალანდა იანგი - აპარატის უფროსი, წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის წარმომადგენელი და ჯასტინ უეინი - აპარატის უფროსის მოადგილე/ვაშინგტონის ოფისის დირექტორი.
მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება, კერძოდ, ბიუჯეტის შემუშავებისა და მიღების პროცესი, სახელმწიფო დაფინანსების განაწილება. დღის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
შეხვედრა გაიმართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის HDP (House Democracy Partnership) ფარგლებში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - საქართველოს (IRI Georgia) ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
გალერეა
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/484-16-ndi-iri-georgia#sigProGalleria155db24118

