16 აპრილს პარლამენტის სასწავლო ცენტრის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) ორგანიზებით პარლამენტისა და აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
Print this page

16 აპრილს პარლამენტის სასწავლო ცენტრის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) ორგანიზებით პარლამენტისა და აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 16 აპრილს პარლამენტის სასწავლო ცენტრის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) ორგანიზებით  პარლამენტისა და აშშ-ის კონგრესის თანამშრომლებს შორის  გაიმართა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ლორა თორნტონი - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის უფროსი, ჯონ დიპირო - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - საქართველოს (IRI Georgia) პროგრამის დირექტორი,  თათა ხეთაგური - საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი, შალანდა იანგი - აპარატის უფროსი, წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის წარმომადგენელი და ჯასტინ უეინი - აპარატის უფროსის მოადგილე/ვაშინგტონის ოფისის დირექტორი.

მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება, კერძოდ, ბიუჯეტის შემუშავებისა და მიღების პროცესი,  სახელმწიფო დაფინანსების განაწილება. დღის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

შეხვედრა გაიმართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის HDP (House Democracy Partnership)  ფარგლებში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - საქართველოს (IRI Georgia) ორგანიზებითა  და  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

 

გალერეა