მიმდინარე წლის 5-8 აპრილს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსმა თათია ხეთაგურმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბატონმა არჩილ თალაკვაძემ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" PFM-ის მრჩეველმა ინგა სინჯიკაშვილმა მონაწილეობა მიიღეს OECD-ის დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუციათა მე–9 ყოველწლიურ შეხვედრაში რომელიც გაიმართა ედინბურგში, შოტლანდიაში.
ვიზიტი განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" მხარდაჭერით.

