პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსმა ედინბურგში, შოტლანდიაში OECD-ის დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუციათა მე–9 ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
Print this page

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსმა ედინბურგში, შოტლანდიაში OECD-ის დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუციათა მე–9 ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

 

მიმდინარე წლის 5-8 აპრილს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსმა თათია ხეთაგურმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა  ბატონმა არჩილ თალაკვაძემ და  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" PFM-ის მრჩეველმა ინგა სინჯიკაშვილმა მონაწილეობა მიიღეს OECD-ის დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუციათა მე–9 ყოველწლიურ შეხვედრაში  რომელიც გაიმართა ედინბურგში, შოტლანდიაში.

ვიზიტი განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" მხარდაჭერით.