„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის (III წარდგენა) მიხედვით:

შემოსულობების გეგმა განსაზღვრულია 27,560.8 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის მაჩვენებელზე 2,991.3 მლნ ლარით (12.2%-ით) მეტია,

„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის (II წარდგენა) მიხედვით:

შემოსულობების გეგმა განსაზღვრულია 26,850.5 მლნ ლარით, რაც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით დამტკიცებულ მოცულობას, მნიშვნელოვნად, 2,281.0 მლნ ლარით (9.3%-ით) აღემატება. 

„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (წარდგენა) მიხედვით:

  • შემოსულობების გეგმა განსაზღვრულია 26,850.5 მლნ ლარით, რაც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით დამტკიცებულ მოცულობას, მნიშვნელოვნად, 2,281.0 მლნ ლარით (9.3%-ით) აღემატება. აღნიშნული ზრდა დაკავშირებულია, ძირითადად შემოსავლების კომპონენტის მატებასთან (2,004.3 მლნ ლარის ოდენობით, 9.7%-ით), აგრეთვე, ვალდებულებების აღების შედეგად და ფინანსური