• 2016 წელს, წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წლიურმა რეალურმა ზრდამ 2.2% შეადგინა. მათ შორის: I კვარტალში-2.7%, II კვარტალში-3.0%, III კვარტალში-2.3%, ხოლო IV კვარტალში-1.2%. 2016 წლის IV კვარტალის ბოლოს - დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.8% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მაჩვენებელთან (5%) შედარებით.
• 2016 წლის IV კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 11.0%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ხარჯებმა და არაფინანსური აქტივების შეძენამ 5.4%-ით მოიმატა. 2016 წლის IV კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 15.0%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო ვალი გაიზარდა 12.4%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 15.7%-ით

• რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში, წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალო რეალურმა ზრდამ 2.6% შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მათ შორის, I კვარტალში 2.6%, II კვარტალში 3.0%, ხოლო III კვარტალში 2.2%. 2016 წლის III კვარტალის ბოლოს წლიურმა ინფლაციამ 0.1% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მაჩვენებელს (5%).
• ფისკალურ სექტორთან მიმართებაში, 2016 წლის III კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 6.9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ხარჯებმა და არაფინანსური აქტივების შეძენამ 8.2%-ით მოიმატა. 2016 წლის III კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 4.4%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო ვალი გაიზარდა 5.7%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 4.0%-ით, რაც ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება.

რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2016 წლის I ნახევარში, წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2.9%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მათ შორის, I კვარტალში 2.6%-ით, ხოლო II კვარტალში 3.1%-ით. 2016 წლის პირველი  ნახევრის ბოლოს - ივნისში წლიურმა ინფლაციამ 1.1% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მაჩვენებელთან (5%) შედარებით.

ფისკალური სექტორთან მიმართებაში, 2016 წლის I ნახევარში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 6.9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ხარჯებმა და არაფინანსური აქტივების შეძენამ 11.7%-ით მოიმატა. 2016 წლის II კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 7.9%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო ვალი გაიზარდა 1.9%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 9.8%-ით, რაც ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება.

• რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2016 წლის I კვარტალში, წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2.3%-ით გაიზარდა 2015 წლის I კვარტალთან შედარებით. აღნიშნული პერიოდის ბოლოსათვის წლიურმა ინფლაციამ 4.1% შეადგინა, რაც ნაკლებია ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ 5%-იან მაჩვენებელზე.
• ფისკალური სექტორთან მიმართებაში, 2016 წლის I კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 6.3%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ხარჯებმა და არაფინანსური აქტივების შეძენამ 11.1%-ით მოიმატა. 2016 წლის I კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 13.6%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო ვალი გაიზარდა 2.4%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 17.1%-ით, რაც ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება.