• რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2015 წლის I კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 3.2%-ით გაიზარდა 2014 წლის I კვარტალთან შედარებით. ხოლო, 2015 წლის I კვარტალში წლიურმა ინფლაციამ 2.6% შეადგინა, რაც ნაკლებია ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული მიზნობრივ მაჩვენებელზე (5%-ზე).
• ფისკალური სექტორთან მიმართებაში, 2015 წლის I კვარტალში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 13.6%-ით გაიზარდა 2014 წლის I კვარტალთან შედარებით და მშპ-ის 30% შეადგინა, ხოლო ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა 11.9%-ით გაიზარდა და 1,987 მლნ ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური გეგმა შესრულდა 96.8%-ით. რაც შეეხება ბალანსის მაჩვენებლებს, 2015 წლის I კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 287.8 მლნ ლარი, ხოლო ბიუჯეტის მთლიანმა სალდომ 168.0 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, 2015 წლის I კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი გაიზარდა 22.8%-ით გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, როგორც სახელმწიფო საშინაო, ისე საგარეო ვალი თითქმის 23%-ით გაიზარდა. სახელმწიფო საგარეო ვალის ზრდა ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება.
• საგარეო სექტორის დინამიკასთან დაკავშირებით, 2015 წლის I კვარტალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. კერძოდ, ერთდროულად შემცირდა ექსპორტი და იმპორტი, შესაბამისად 28% და 3%-ით. ასევე შემცირების ტენდენციას ავლენს მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა. კერძოდ, 2015 წლის I კვარტალის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 5.6% შემცირდა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2,453 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წლის I კვარტალში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 13%-ით გაუფასურდა 2014 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით.
• მონეტარული სექტორთან მიმართებაში მაჩვენებლებიდან, 2015 წლის I კვარტალში საბაზრო საპროცენტო კანაკვეთი სესხებზე 0.4%-ული პუნქტით გაიზარდა და 15.2%-ს გაუტოლდა. 2014 წლის I კვარტალთან შედარებით კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 35%-ით გაიზარდა. გაცემული სესხების თითქმის ნახევარი შინამეურნეობებზე მოდიოდა. 2015 წლის I კვარტალის ბოლოს, დოლარში გამოსახულმა ანაბრებმა მთლიანი ანაბრების 62.8% შეადგინა.
• სოციალური და შრომის ბაზრის ინდიკატორებიდან, 2014 წელს უმუშევრობის 2013 წინა წელთან მიმართებით, უმუშევრობის დონე 2.2%-ული პუნქტით შემცირდა და 12.4% შეადგინა. 2015 წლის I კვარტალში განათლებასა და ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები 40%-ზე მეტად გაიზარდა გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით. ფარდობითი საბიუჯეტო დანახარჯები ჯანმრთელობაზე (მშპ-ის 2.2%) და განათლებაზე (მშპ-ის 2.5%) ბევრად დაბალია ვიდრე OECD-ის ქვეყნებში, სადაც აღნიშნული მაჩვენებლები მშპ-ის 9.3%-სა და 5.3%-ის უტოლდება.




