პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლის მეორე კვარტლისათვის 3.9%-ს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1.1%-ული პუნქტით აღემატება(დეტალურად, იხ. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ინფოგრაფიკი)
შეგახსენებთ, რომ წლიურ მაკროეკონომიკურ პროგნოზებთან ერთად, მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი იწყებს ეკონომიკური ზრდის კვარტალური პროგნოზების გამოქვეყნებას. პროგნოზები გამოქვეყნდება შესაბამისი კვარტლის პირველ კვირაში. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ წლიური მაკროეკონომიკური პროგნოზები და მეთოდოლოგიური განმარტება მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელის შესახებ




