პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელის მიხედვით 2017 წლისათვის რეალური მშპ-ს ზრდის ტემპის პროგნოზი 4.1%-ს, ხოლო 2018-2021 წლებისათვის საშუალო ზრდა 5.3%-ს შეადგენს. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2017 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2001) მოსალოდნელი მოცულობა მშპ-ს -0.23%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლები თითქმის არ განსხვავდება ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) განსაზღვრული მაჩვენებლისაგან (-0.18%), როგორც ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის მსგავსი საპროგნოზო მაჩვენებლების გამო. აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2017 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 9 568 მლნ ლარს შეადგენს, რაც BDD-ით წარმოდგენილ პროგნოზზე მცირედით მეტია.
მაკროპროგნოზებს თან ერთვის ინტერაქციული ინფოგრაფიკი რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ფორმით იქნას წარმოდგენილი შესაბამისი მაკროეკონომიკური ინდიკატორების დინამიკა.




