პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელის მიხედვით 2016 წლისათვის რეალური მშპ-ს ზრდის ტემპის პროგნოზი 3.2%-ს, ხოლო 2017-2020 წლებისათვის საშუალო ზრდა 4.7%-ს შეადგენს. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2016 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2001) მოსალოდნელი მოცულობა -1.5%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლები მცირედით განსხვავდება ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) განსაზღვრულi მაჩვენებლისაგან როგორც ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის განსხვავებული საპროგნოზო მაჩვენებლების გავლენით. კერძოდ, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2016 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 8,565 მლნ ლარს შეადგენს, რაც BDD-ით წარმოდგენილ პროგნოზზე მცირედით ნაკლებია.
დამოუკიდებელი მაკროეკონომიკური პროგნოზები ინფო-გრაფიკები





