Print this page

მაკროეკონომიკური პროგნოზები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელის მიხედვით 2016 წლისათვის რეალური მშპ-ს ზრდის ტემპის პროგნოზი 3.5%-ს, ხოლო 2017-2019 წლებისათვის საშუალო ზრდა 4.9%-ს შეადგენს.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2016 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს მოსალოდნელი მოცულობა -1.2%-ს შეადგენს, რაც მცირედით განსხვავდება ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) განსაზღვრულ მაჩვენებლისაგან ძირითადად ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების განსხვავებული პროგნოზის გავლენით. კერძოდ, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2016 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 8,694 მლნ ლარს შეადგენს, რაც BDD-ით წარმოდგენილ პროგნოზზე მცირედით ნაკლებია.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2016 წლისათვის მოსალოდნელი მიმდინარე ანგარიშის ბალანსი -9.0% შეადგენს, ხოლო BDD-ით განსაზღვრული ანალოგიური მაჩვენებლის პროგნოზი -9.8%-ს შეადგენს.

იხილეთ    დამოუკიდებელი მაკროეკონომიკური პროგნოზები ინფო-გრაფიკები