პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
საანგარიშო პერიოდისათვის ძირითადი ინდიკატორების დინამიკა შემდეგია:
• აპრილში, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.5%, ხოლო იანვარ-აპრილში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.5% შეადგინა
• მაისში წლიური ინფლაცია 2.5%-ს გაუტოლდა
• მაისში წინა თვესთან შედარებით ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით მცირედი გაუფასურების (1.2%), ხოლო ევროს მიმართ მცირედი გამყარების ტენდენციას ავლენს (2.5%)
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.




