პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- ნოემბერში, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.4%, ხოლო იანვარ-ნოემბერში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.3% შეადგინა
- დეკემბერში წლიური ინფლაცია 7.0%-ს გაუტოლდა
- იანვარ-ნოემბერში საქონლის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა წინა წლების ანალოგიურ პერიოდებთან მიმართებით
- დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2.1%-ით, ევროს მიმართ კი 1.7%-ით გამყარების ტენდენციას ავლენს
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი




