პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
• სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 3.8%-ით შემცირდა
• წლიური ინფლაცია 4.8%-ს გაუტოლდა
• ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 1.1%-ით გამყარდა, ხოლო 2019 წლის III კვარტალთან შედარებით კი 5.9%-ით გაუფასურდა.
• ნაერთი ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ 1,671.1 მლნ ლარი შეადგინა
• გაიზარდა როგორც დეპოზიტებზე, ისე სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების შესახებ, იხ. სრული დოკუმენტი.




