პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- 2019 წლის დეკემბერში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3.8%, ხოლო იანვარ-დეკემბერში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.2% შეადგინა
- 2020 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 6.4%-ს გაუტოლდა
- 2019 წლის იანვარ-დეკემბერში საქონლის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა წინა წლებთან მიმართებით
- 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი როგორც აშშ დოლართან მიმართებით, ისე ევროს მიმართ 0.8%-ით გამყარების ტენდენციას ავლენს
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი




