პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვაეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2016 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 2.0% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით,დადებითი გავლენა განსაკუთრებით ვაჭრობას (7.1%), აგრეთვე - მრეწველობას (1.6%), უძრავი ქონებით ოპერაციებსა (0.6%) და საფინანსო საქმიანობას (0.5%) ჰქონდა. რაც შეეხება ინფლაციას, 2016 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.8% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 2016 წლის ნოემბერში 1.4%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 5%-ით, ხოლო იმპორტი 1%-ით შემცირდა (C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებების გარეშე). აღნიშნულის გამო, ამ პერიოდშისავაჭრო ბალანსის დეფიციტი 1.2%-ით გაიზარდა. 2016 წლის ნოემბერში, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოეთიდან გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 14.8%-ითმოიმატა. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2016 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.4%-ით გაიზარდა და 2,757 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.




