2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური მიმოხილვა მოკლედ ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას პირველი კვარტლისათვის. ძირითადი მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობა შემდეგია:

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობა, აგრეგატულ დონეზე, გეგმასთან მიმართებაში, მისაღებად შეიძლება შეფასდეს, კერძოდ, ჯამური მაჩვენებელი (2,847 მლნ. ლარი) 3 თვის გეგმის 104%-ს შეადგენს, თუმცა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4%-ით ნაკლებია (მიმდინარე წელს ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველი 

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ძირითადი ტენდენციები თებერვლის თვის მდგომარეობით:

 

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 14.2%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4%-ით ნაკლებია.
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები წლიური გეგმის 13.7%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 7.8%-ით აღემატება.
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 160.8 მლნ ლარს, ხოლო ვალდებულებების კლება 112.0 მლნ ლარს შეადგენს.

 

დამატებითი 

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ძირითადი ტენდენციები იანვრის თვის მდგომარეობით:

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 7.3%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს –15%-ით ჩამორჩება.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები წლიური გეგმის 7.0%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4.5%-ით აღემატება.
სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა –38.9 მლნ ლარს, ხოლო ვალდებულებების კლება 69.4 მლნ ლარს შეადგენს.

დამატებითი