2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მიმოხილვა მოკლედ ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას იანვარ-ივლისის მდგომარეობით. საანგარიშო პერიოდისათვის ძირითადი მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობა შემდეგია:
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 52.8%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.8%-ით აჭარბებს.
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები წლიური გეგმის 54.3%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11.6%-ით აღემატება.
• სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 599.9 მლნ ლარს, ხოლო ვალდებულებების კლება 539.6 მლნ ლარს შეადგენს.
* გადასახდელების შესახებ დანართი დამატებულ იქნა 06.09.2019წ.
დეტალური ინფორმაციისათვის, იხ. სრული ანგარიში.




