2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 2 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 12%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელზე 12%-ით (156 მლნ ლარით) ნაკლებია, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 14%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 10%-ით (128 მლნ ლარით) აღემატება.




