2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიმოხილვა (მეორე წარდგენა).

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის (GFSM 2001) მოსალოდნელი მაჩვენებელი 2020 წლისთვის მცირედით გაუარესების ტენდენციას ავლენს და მშპ-თან მიმართებაში -2.6%-ს უტოლდება. ფისკალური ბალანსის მოცულობა მცირდება -3.4%-ის დონემდე, ხოლო ე.წ მოდიფიცირებული დეფიციტი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის მეთოდოლოგიით გაინგარიშება, -2.9%-ს უტოლდება. რაც შეეხება ფისკალური პოლიტიკის მიმართულებასა და ტიპს (ფისკალური პოლიტიკის მიმართულების შეფასება ეკონომიკური ციკლის ეტაპთან მიმართებაში), საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე დაყრდნობით საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს მოსალოდნელია უარყოფითი ფისკალური პოზიცია, რაც მიუთითებს ფისკალურ კონსოლიდაციაზე. ამასთან, უარყოფით ფისკალურ პოზიციას თან ერთვის გამოშვების დადებითი გაპი, რაც შესაძლებელია ანტიციკლური ფისკალური პოლიტიკის მანიშნებელი იყოს. ხოლო, უშუალოდ, 2020 წლისათვის მოსალოდნელია ფისკალური ექსპანსია და ანტიციკლური ფისკალური პოლიტიკა.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის (პირველი წარდგენა) მიმოხილვა.