პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მანდატის შესაბამისად, ფისკალური გარემოს მიმოხილვა მიზნად ისახავს წარმოადგინოს ფისკალური გარემოს ძირითადი მაჩვენებლების ანალიზი მოკლევადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშესაწყობად ფისკალური პოლიტიკის როლის, ასევე საშუალოვადიან პერიოდში ძირითადი ფისკალური რისკებისა და საშუალო/გრძელვადიანი ფისკალური მდგრადობის შეფასებისათვის.
ზემოაღნიშნულის მიზნით, ანგარიში მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:
• ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დინამიკის ანალიზი და განხორციელებული ფისკალური ღონისძიებების ცალკეული ასპექტების პროდუქტიულობის შეფასება საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით;
• ძირითადი ფისკალური აგრეგატების, კერძოდ კი ბიუჯეტის ბალანსის განსხვავებული მაჩვენებლების (ფისკალური, ასევე სტრუქტურული და ციკლურად კორექტირებული ბიუჯეტის ბალანსის) დინამიკა და აღნიშნული მაჩვენებლების ანალიზზე დაყრდნობით ფისკალური პოლიტიკის როლის შეფასება მოკლევადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობისათვის;
• ფისკალური მდგრადობის რისკების შეფასება რისკების ძირითადი წყაროების მიხედვით, აგრეთვე ფისკალური მდგრადობის შეფასება განსხვავებული მაკროეკონომიკური სცენარებისათვის;
• დამატებითი საკითხები: ფისკალური წესების როლის მოკლე მიმოხილვა ფისკალური დისციპლინის უზრუნველსაყოფად.
ანგარიშში ინფორმაცია ცალკეული მეთოდოლოგიური ასპექტებისა და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ წარმოდგენილია ჩანართების სახით.




