საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები კანადის საპარლამენტო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ
Print this page

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები კანადის საპარლამენტო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი თათია ხეთაგური და ასევე საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლები შორენა კახიძე, ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი და ნათია წიქვაძე,  კანადის საპარლამენტო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სტუმრებმა კანადის პარლამენტის  საკანონმდებლო ორგანოს საბიუჯეტო ოფისის როლზე ისაუბრეს. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ მათ გააცნო ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლზე, საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე. ყურადღება გამახვილდა ასევე, იმ გამოწვევებზე, რომელთა გადაჭრაც საბიუჯეტო ოფისის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული.

„კანადელ სტუმრებთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ჩვენი საქმიანობის სამომავლო გეგმების სწორად ფორმირებისთვის ძალიან დაგვეხმარება", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსმა, თათია ხეთაგურმა.

 

გალერეა