პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები დისკუსიათა სერიაში რეგულირების გავლენის შეფასების მეთოდოლოგიური ასპექტების შესახებ
Print this page

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები დისკუსიათა სერიაში რეგულირების გავლენის შეფასების მეთოდოლოგიური ასპექტების შესახებ

მიმდინარე წლის 28 მაისსა და 4 ივნისს, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსმა თათა ხეთაგურმა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის განყოფილების წარმომადგენელმა ნესტან გაფრინდაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის: "საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი პროცესი და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება" მიერ ორგანიზებულ დისკუსიათა სერიაში რეგულირების გავლენის შეფასების შესახებ, რომელსაც ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა მასპინძლობს.

დისკუსიათა სერია, ევროკავშირის პროექტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 21 მაისს გაიხსნა და მიზნად ისახავს საქართველოში რეგულირების ზეგავლენის შეფასების ცალკეული მეთოდოლოგიური ასპექტების განხილვას. 28 მაისის შეხვედრა, რომელშიც ნესტან გაფრინდაშვილი მონაწილეობდა, დაეთმო რეგულირების გავლენის შეფასებისას მიზნების სათანადოდ განსაზღვრის მნიშვნელობას და საქართველოში არსებულ პრაქტიკას. 4 ივნისს გამართული დისკუსიის მიზანს კი წარმოადგენდა შეფასების მეთოდებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების, მათ შორის, ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის, ძირითადი ასპექტების განხილვა.

 შეხვედრებზე განხილულ იქნა, ზემოაღნიშნული მიმართულებებით როგორც საყურადღებო თეორიული ასპექტები, ასევე პრაქტიკული უკვე არსებული და პოტენციური გამოწვევები, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია რეგულირების გავლენის შეფასების ეფექტიანი გამოყენებისათვის.

 

გალერეა