სიახლე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისაგან:
წლიურ მაკროეკონომიკურ პროგნოზებთან ერთად, მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი იწყებს ეკონომიკური ზრდის კვარტალური პროგნოზების გამოქვეყნებას. პროგნოზები გამოქვეყნდება შესაბამისი კვარტლის პირველ კვირაში. დამატებითი ინფორმაციისათვის მაკროეკონომიკური პროგნოზების მეთოდოლოგიური ასპექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მეთოდოლოგიური განმარტება მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელის შესახებ.

