დავით უსუფაშვილი და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის ექსპერტებს შეხვდნენ
Print this page

დავით უსუფაშვილი და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის ექსპერტებს შეხვდნენ

 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის (UK OBR) ექსპერტებს კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელს მარკ დემბოვიცს, საგადასახადო და ფისკალური პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელს ჯონ რაილის და ეკონომიკური პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელს ტომ პაიბუსს შეხვდა.

ექსპერტთა ჯგუფი ამჟამად პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე მუშაობს, რისთვისაც მათ პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა. დავით უსუფაშვილმა ის ძირითადი ასპექტები მიმოიხილა, რაც საპარლამენტო საქმიანობაში, კერძოდ კი, საბიუჯეტო კონტროლის განხორციელების პროცესში საბიუჯეტო ოფისის მნიშვნელოვან როლს განაპირობებს. მან ყურადღება გაამახვილა ვიზიტად მყოფი ექსპერტების როლზე როგორც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშების ხარისხის სრულყოფის, ასევე კომუნიკაციის მიმართულებით და აღნიშნული პროექტის ფარგლებში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის ნაყოფიერი და გრძელვადიანი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

***
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის (UK OBR) სტრატეგიული თანამშრომლობის პროექტი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის უკეთესი მმართველობის პროგრამის (The Good Governance Fund (GGF)) ფარგლებში ხორციელდება და რეფორმების პროცესში აღმოსავლეთ ევროპის 5 ქვეყნის დახმარებას ისახავს მიზნად. პროექტის განმახორციელებლები საქართველოში არიან ფრაისვოთერჰაუსკუპერს საქართველო (PwC Georgia) და პოლიტიკისა და მართვის კონსალთინგ ჯგუფი (PMCG).

 

გალერეა