მიმდინარე წლის 26 მარტს, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის და ევროკავშირის პროექტის „საჯარო ფინანსების პოლიტიკის და მართვის რეფორმების მხარდაჭერა“ მიერ გაიმართა სემინარი თემაზე „პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მედიასთან ეფექტიანი კომუნიკაცია“.
აღნიშნული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა: 2014 წელს განხორციელებული რეფორმის შემდგომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება მედიასთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად; ასევე ინფორმაციის გაზიარების პლატფორმის შექმნა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისსა და მედიის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის გასაძლიერებლად.
სემინარის განმავლობაში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის შესახებ ბიუჯეტის და მაკროეკონომიკური გარემოს ანალიზის, ასევე საკანონმდებლო გარემოს ანალიზის და საკანომდებლო პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით. ევროკავშირის პროექტის „საჯარო ფინანსების პოლიტიკის და მართვის რეფორმების მხარდაჭერა“ ექსპერტმა მანუელა ლაპადატიმ განიხილა მედიასთან კომუნიკაციისა და ეფექტიანი თანამშრომლობის როლი საჯარო ფინანსების პოლიტიკის და მართვის რეფორმების ცნობადობის ამაღლებაში.
გალერეა
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/250-2016-04-05-13-18-56#sigProGalleriacf9f334451

