გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" მხარდაჭერით პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში ვიზიტად მყოფმა ექსპერტმა, პიტ ფონტეინმა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, საბიუჯეტო ოფისისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებისთვის ჩაატარა სემინარი თემებზე:
- აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშგება ფისკალური გარემოს შესახებ
- საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასება.
სემინარზე აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშების მომზადების პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ანგარიშების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. ექსპერტმა მსმენელებს გაუზიარა კონგრესის საბიუჯეტო ოფისის გამოცდილება საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასებასთან დაკავშირებით. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
გალერეა
View the embedded image gallery online at:
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/211-2015-12-07-13-48-28?tmpl=component&print=1#sigProGalleria3fb99a5167
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/211-2015-12-07-13-48-28?tmpl=component&print=1#sigProGalleria3fb99a5167