2015 წლის 24-26 სექტემბერს, ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისათვის (Westminster Foundation for Democracy) ხელშეწყობით, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების აპარატის თანამშრომლებისთვის გაიმართა ტრენინგკურსი თემაზე პარლამენტის საბიუჯეტო ზედამხედველობა. გარდა პარლამენტის საბიუჯეტო ზედამხედველობის ძირითადი მიზნებისა, სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ბიუჯეტის ძირითადი ცნებები, პროგრამული ბიუჯეტის პროგრამების და ქვეპროგრამების თავისებურებები. აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობდა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის მთავარი სპეციალისტი ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი, მან პრეზენტაცია გააკეთა საბიუჯეტო ოფისის კვარტალური ბიულეტინის შესახებ და მონაწილეებს გააცნო ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური ინდიკატორები, მათი გაანგარიშების ძირითადი თავისებურებები და საბიუჯეტო ოფისის მიდგომები.
გალერეა
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/193-vaxos-shexvedra#sigProGalleria1e9bf50615

