„2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-მაისის შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2026 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 13,216.7 მლნ ლარს, წლიური გეგმის (30,759.4 მლნ ლარი) 43.0%-ს და 6 თვის გეგმის (15,132.0 მლნ ლარი) 87.3%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 2,083.3 მლნ ლარით (18.7%-ით) აღემატება (ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისა და შემოსვლების მატების გავლენით).
2026 წლის 5 თვეში გადასახდელები 11,628.0 მლნ ლარს, წლიური გეგმის (30,881.4 მლნ ლარი) 37.7%-ს და 6 თვის გეგმის (15,278.2 მლნ ლარი) 76.1%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 5 თვის მაჩვენებელს 1,082.2 მლნ ლარით (10.3%-ით) აჭარბებს (ძირითადად, ვალდებულებების კლების მუხლით გადასახდელების მატების გავლენით).
სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,465.7 მლნ ლარს გაუტოლდა. 5 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის დაგროვებამ 1,588.7 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1-ელი ივნისისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 3,054.4 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2026 წლის იანვარ-მაისში, სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 1,764.3 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ 1,032.2 მლნ ლარი შეადგინა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.