„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი 2025 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მიმოხილვის საფუძველზე.
2025 წლის იანვარ-სექტემბერში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 20,489.1მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 74.3%-ს, ხოლო 9 თვის გეგმის 102.4%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში ძირითადი წილი, 79.0%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2023-2024 წლებთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 19,277.7მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 69.0%-ს, ხოლო 9 თვის გეგმის 93.3%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებში ძირითადი წილი, 82.6%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2023-2024 წლებთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 1,211.5 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 ოქტომბრისთვის 2,597.6 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
- სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ 1,844.7 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მთლიანმა სალდომ - 61.2 მლნ ლარი.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/2025-tslis-sakhelmtsipo-biujetis-9-tvis-shesrulebis-mimokhilva-1h0r6rzgozegl4e
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: