„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-ივლისის შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2024 წლის იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 14,561.6 მლნ ლარს, წლიური გეგმის (24,569.5 მლნ ლარი) 59.3%-ს და 9 თვის გეგმის (17,880.5 მლნ ლარი) 81.4%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოურ მაჩვენებელს კი 1,763.7 მლნ ლარით (13.8%-ით) აღემატება (შემოსავლების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).
2024 წლის 7 თვეში გადასახდელების შესრულება 14,336.7 მლნ ლარს, წლიური გეგმის (25,030.4 მლნ ლარი) 57.3%-ს და 9 თვის გეგმის (18,336.1 მლნ ლარი) 78.2%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 7 თვის მაჩვენებელს 2,261.9 მლნ ლარით (18.7%-ით) აჭარბებს (ხარჯების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).
სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,577.3 მლნ ლარს გაუტოლდა. 7 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით ნაშთის დაგროვებამ 224.8 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 აგვისტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,802.2 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 7 თვეში 1,285.2 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ -754.2 მლნ ლარი შეადგინა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.