Print this page

ოპერატიული ინფორმაცია 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ (იანვარ-მარტი)

„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-მარტის შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.

2024 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 6,290.1 მლნ ლარს, წლიური გეგმის (24,569.5 მლნ ლარი) 25.6%-ს და 3 თვის გეგმის  (6,066.2 მლნ ლარი) 103.7%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 1,389.7 მლნ ლარით (28.4%-ით) აღემატება (შემოსავლების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).

2024 წლის 3 თვეში გადასახდელების შესრულება 5,727.4 მლნ ლარს, წლიური გეგმის (25,030.4 მლნ ლარი) 22.9%-ს და 3 თვის გეგმის (5,862.9 მლნ ლარი) 97.7%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 3 თვის მაჩვენებელს 1,068.3 მლნ ლარით (22.9%-ით) აჭარბებს (ხარჯების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).

სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,577.3 მლნ ლარს გაუტოლდა. 3 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით ნაშთის დაგროვებამ 562.7 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 აპრილისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,140.1 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2024 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ შეადგინა 1,086.4 მლნ ლარი, ხოლო მთლიანმა სალდომ - 288.3 მლნ ლარი.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.