Print this page

ოპერატიული ინფორმაცია 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ (იანვარ-თებერვალი)

„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-თებერვლის შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.

2024 წლის იანვარ-თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 3,761.5 მლნ ლარს, წლიური გეგმის (24,569.5 მლნ ლარი) 15.3%-ს და 3 თვის გეგმის  (6,066.2 მლნ ლარი) 62.0%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 725.5 მლნ ლარით (23.9%-ით) აღემატება (შემოსავლების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).

2024 წლის 2 თვეში გადასახდელების შესრულება 3,920.7 მლნ ლარს, წლიური გეგმის (25,030.4 მლნ ლარი) 15.7%-ს და 3 თვის გეგმის (5,862.9 მლნ ლარი) 66.9%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელს 895.2 მლნ ლარით (29.6%-ით) აჭარბებს (ხარჯების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).

შესაბამისად, იანვარ-თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსულობების და გადასახდელების შესრულების გათვალისწინებით, ნაშთის ცვლილება (გამოყენება) -159.2 მლნ ლარს შეადგენს. წლის დასაწყისისათვის ნაშთის მოცულობამ შეადგინა 1,577.3 მლნ ლარი, ხოლო 2024 წლის პირველი მარტისათვის კი ნაშთი განისაზღვრა 1,418.2 მლნ ლარის ოდენობით.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2024 წლის იანვარ-თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ შეადგინა 380.2 მლნ ლარი, ხოლო მთლიანმა სალდომ - (-263.3) მლნ ლარი.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.