Print this page

2024 წლის იანვრის თვის მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 8.3% შეადგინა.
  • 2024 წლის იანვარში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მიზნობრივი ინფლაციის 3%-იან მაჩვენებელზე ნაკლები იყო და 0% შეადგინა, რაც, ძირითადად, განპირობებული იყო, ერთი მხრივ, ტრანსპორტის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს, სასტუმროების, კაფეეებისა და რესტორნების, განათლების ჯგუფებზე ფასების ზრდით, მეორე მხრივ კი, ძირითადად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე და ჯანდაცვაზე ფასების კლებით.
  • 2023 წლის დეკემბერში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 1.4%-ით, ხოლო ხარჯები 6.9%-ით შემცირდა.
  • 2023 წლის დეკემბერში* კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 50.9 მლრდ ლარი შეადგინა; მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში.
  • 2023 წლის იანვარ-დეკემბერში* საქონლის ექსპორტმა 9.1%-ით, ხოლო იმპორტმა 14.0%-ით მოიმატა. ამავე პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ 21,529 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
  • 2023 წლის დეკემბერში* ფულადმა გზავნილებმა 308.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 39.6%) და რუსეთი (22.9%) წარმოადგენდნენ.
  • 2024 წლის იანვარში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,853 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 0.9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
  • 2023 წლის დეკემბერში*, წინა თვესთან მიმართებით, დეპოზიტებსა და სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა. 
  • 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ლარი როგორც აშშ დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით 0.4%-ით გამყარდა.
  • 2024 წლის იანვარში რეგიონის ქვეყნების ვალუტებიდან აშშ დოლარის მიმართ მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა, ხოლო დანარჩენი გაუფასურდა.

 

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/--1h1749wlo90nq2z?live

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: