„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-დეკემბრის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2024 წლის იანვარ-დეკემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2024 წლის იანვარ-დეკემბერში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 25,750.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 100.2%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 78.4%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 25,941.4მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 100.0%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 77.3%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის გამოყენებამ 191.1 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 იანვრისთვის 1,386.3მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2024-tslis-sakhelmtsipo-biujetis-ianvar-dekembris-shesrulebis-mimokhilva-1h7v4pdxdgydj4k?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: