„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-თებერვლის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2024 წლის იანვარ-თებერვლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2024 წლის იანვარ-თებერვალში:
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 3,769.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 15.3%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 62.1%-ს შეადგენს;
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 84.2%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2022 წელთან შედარებით და შემცირებულია 2023 წელთან შედარებით;
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 3,928.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 15.7%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 67.0%-ს შეადგენს;
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 78.3%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, 2022-2023 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში - შემცირებული;
• სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის გამოყენებამ 159.2 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 მარტისთვის 1,418.2 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2024--1h7v4pdnon9w84k?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: