„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვრის თვის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2024 წლის იანვარის თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2024 წლის იანვარში:
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 1,858.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 7.6%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 30.6%-ს შეადგენს;
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 88.4%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2022 წელთან შედარებით და შემცირებულია 2023 წელთან შედარებით;
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 2,051.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 8.2%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 35.0%-ს შეადგენს;
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 77.3%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, 2022-2023 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში - შემცირებული;
• სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის გამოყენებამ 192.4 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 თებერვლისთვის - 1,384.9 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2024-1hmr6g8dl089z2n?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: