Print this page

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მიმოხილვა

„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი 2024 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მიმოხილვის საფუძველზე.

2024 წლის იანვარ-მარტში:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 6,316.2მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 25.7%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 104.1%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 82.5%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2022 წელთან შედარებით და მცირედით შემცირებულია 2023 წელთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 5,753.5მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 23.0%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 98.1%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 78.4%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, 2022-2023 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში - შემცირებული;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 562.7 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 აპრილისთვის 2,140.1 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ შეადგინა 1,081.3 მლნ ლარი, ხოლო მთლიანმა სალდომ  -  281.2 მლნ ლარი.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზეhttps://infogram.com/2024-3-1h0n25oy0nn7l4p?live                       

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: