Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა მაისი, 2023

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • აპრილში* , სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7.5% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები აღინიშნება.
  • მაისში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მიზნობრივი ინფლაციის 3%-იან მაჩვენებელზე ნაკლები იყო და 1.5% შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების ზრდით.
  • აპრილში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 71.4%-ით, ხოლო ხარჯები 10.8%-ით გაიზარდა.
  • აპრილში* კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 43.6 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში.
  • იანვარ-აპრილში* ექსპორტმა 23.6%-ით, ხოლო იმპორტმა 21.2%-ით მოიმატა და სავაჭრო ბრუნვამ 6,493 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
  • აპრილში* ფულადმა გზავნილებმა 369.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (გზავნილების მთლიანი ოდენობის 43.2%) და ევროკავშირის ქვეყნები (28.0%) წარმოადგენდნენ.
  • მაისში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 5,005 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 29.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
  • აპრილში* , წინა თვესთან მიმართებით, შემცირდა როგორც დეპოზიტებზე, ასევე სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი.
  • მაისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.4%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 0.3%-ით გამყარდა.

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.