Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - I კვარტალი, 2023

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • 2023 წლის I კვარტალში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 7.2%-ით გაიზარდა, რაც ემთხვევა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ თებერვლის თვეში პროგნოზირებულ 7.2%-ს.
  • 2023 წლის I კვარტალში წლიური ინფლაცია 7.6%-ს გაუტოლდა, რაც ძირითადად განპირობებულია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების  ზრდით.
  • 2023 წლის I კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის დადებითმა მთლიანმა სალდომ 98.4 მლნ ლარი შეადგინა.
  • მთლიანი სახელმწიფო ვალი კლების ტენდენციას ავლენს, შემცირებულია ასევე საგარეო ვალის წილი მთლიან სახელმწიფო ვალში. კერძოდ, 2023 წლის I კვარტალში საგარეო ვალის წილმა 75.2% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 80.2%-ს იყო.
  • 2022 წლის IV კვარტალში გაუმჯობესდა საგადასახდელო ბალანსის მდგომარეობა, კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა (კლება -8.9%) და 540.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • 2023 წლის I კვარტალში მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 5,003.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით.
  • 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 29.9%-დან 30.6%-მდე გაიზარდა.
  • წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2023 წლის I კვარტალში ფულადი გზავნილები 130.3%-ით გაიზარდა და 1,255.7 მლნ დოლარი შეადგინა. 
  • მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2023 წლის I კვარტალში არ შეცვლილა და 11.0%-ს შეადგენს.
  • ლარის გაცვლითი კურსი  გამყარების ტენდენციით ხასიათდება. ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 3.7%-ით, ხოლო 2022 წლის I კვარტალთან შედარებით 18.1%-ით გამყარდა.
  • დოლარიზაციის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა როგორც დეპოზიტებზე, ასევე  სესხებზე.

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების შესახებ, იხ. სრული დოკუმენტი.